ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაცია 30-ამდე წევრმა დატოვა

ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაცია 30-ამდე წევრმა დატოვა. როგორც 66-ე უბნის კოორდინატორი გოგა ზუხბაია აცხადებს, 66 და 64 უბნის კოორდინატორებს, კობა ნაყოფია ხელფასებს დაპირდა, თუმცა ამ დრომდე არ გადაუხდია.
მისივე თქმით, როცა კოორდინატორები ოფისში თანხის ასაღებად მივიდნენ, ნაყოფია მათ სიტყვიერად დაუპირისპირდა და ხელფასები არ მისცა. დაპირისპირება ენმ-ს ოფისში 25 აპრილს მოხდა და ამის ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა.
როგორც ენმ-ს ზუგდიდის ოფისის თავმჯდომარე ანი წითლიძე აცხადებს, ადამიანები რომლებიც ნაყოფიას სიცრუეში ადანაშაულებენ ენმ-ს წევრები არასდროს ყოფილან.



