“ევროპული საქართველოს” ზუგდიდის ორგანიზაცია კიდევ ერთმა წევრმა დატოვა

“ევროპული საქართველოს” ზუგდიდის ორგანიზაცია კიდევ ერთმა წევრმა დატოვა. როგორც ქრონიკასთან საუბრისას დავით არახამიამ განაცხადა, მისთვის მიუღებელია პარტიის გადაწყვეტილება ენმ-ს კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, საქართველოში და კონკრეტულად სამეგრელოში არ უნდა მოხდეს ახალაიებისა და ქარდავების რეინკარნაცია და ქვეყანა ევროპულად უნდა განვითარდეს.
“ევროპულ საქართველოში” კი აცხადებენ რომ ყოფილი თანაგუნდელის პოციზია მათთვის უკვე ცნობილი იყო და მის გადაწყვეტილებაში ხელისუფლების გავლენებს ხედავენ.
“ქართულ ოცნებაში” კი განმარტავენ რომ ეს ადამიენები ამ გადაწყვეტილებით აპროტესტებენ იმ პოლიტიკას რომელიც მათ გააჩნდათ წლების განმავლობაში და გააჩნიათ დღესაც. რაც შეეხება ხელისუფლების ჩართულობას ან დამოკიდებულებას ამ პროცესის მიმართ, როგორც “ქართული ოცნების” ერთერთი ლიდერი მერაბ ქვარაია აცხადებს საყოველთაოდ ცნობილია, თუ ვინ როგორ და როგორი მეთოდებით საქმიანობდა წლების განმავლობაში.
„ადამიანები ტოვებენ და ემიჯნებიან „ნაციონალურ მოძრაობას“. ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთი და იგივე ორგანიზაცია და შესაბამისად ადამიენები ამ გადაწყვეტილებით აპროტესტებენ იმ პოლიტოკას რომელიც მათ გააჩნდათ წლების განმავლობაში და გააჩნიათ დღესაც.
რაც შეეხება ხელისუფლების ჩართულობას ან დამოკიდებულებას ამ პროცესის მიმართ, საყოველთაოდ ცნობილია, თუ ვინ როგორ და როგორი მეთოდებით საქმიანობდა წლების განმავლობაში. ეს არ არის „ქართული ოცნების“ ხელწერა. ეს ისევ და ისევ მათი ხელწერაა და ამ გადაწყვეტილებების სათავე ისევ და ისევ მათ პოლიტიკაში უნდა მოიძიონ, რომელსაც დღეს აწარმოებე”,-აცხადებს მერაბ ქვარაია.




