სოფელ საჩინოში სასმელი წყლის მაგისტრალებისა და ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში სასმელი წყლის მაგისტრალებისა და ქსელების რეაბილიტაცის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,გეოპლასტი” ასრულებს.
მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან 217442 ლარით დაფინანსდა. ამ პროექტის განხორციელებით საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში სასმელი წყლის მაგისტრალი სრულად იქნება რეაბილიტირებული რაც განაპირობებს მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფას.
აღნიშნული სამუშაოები დაათვალიერეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ და მერის პირველმა მოადგილე გიორგი ლუკავამ.




