საჩინოში სასმელი წყლის მაგისტრალების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში სასმელი წყლის მაგისტრალებისა და ქსელების რეაბილიტაცის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,გეოპლასტი” ასრულებს .
მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან 217 442 ლარით დაფინანსდა. ამ პროექტის განხორციელებით საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში სასმელი წყლის მაგისტრალი სრულად იქნება რეაბილიტირებული რაც განაპირობებს მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფას.
აღნიშნული სამუშაოები დაათვალიერეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, საცინოს ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან შელიამ.




