stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

სხვა ამბები

ჭამე, ილოცე, დალიე – სააღდგომო ტრადიციები საქართველოში

27.04.2019 / 27 აპრილი 2019
ჭამე, ილოცე, დალიე – სააღდგომო ტრადიციები საქართველოში

ღდგომა საქართველოში ყველაზე მნიშველოვანი რელიგიური დღესასწაულია. არის რამდენიმე ტრადიციული ატრიბუტი და წეს-ჩვეულება, რომლის გარეშეც აღდგომას თითქმის არცერთი ქართული ოჯახი (მათ შორის, ნაკლებად რელიგიურიც) არ აღნიშნავს.

 

   მძიმე და ნესტიანი პასქის ძიებაში

აღდგომამდე ერთი კვირით ადრე, ქართულ სოციალურ ქსელებში უკვე იწყება პანიკა, სახელად “სად ვიყიდო კარგი პასქა?” (ეს წინადადება, როგორც წესი, ბოლოში ბევრი კითხვის და ძახილის ნიშნით იწერება).

მიდის ურთულესი კასტინგი, მძიმე დასკვნებით – იმას ნესტი აკლია, ამას სიმძიმე, მესამეს არომატი არ უვარგა, მეოთხეს – ქიშმიშების რაოდენობა.

წასულია იმ საცხობის საქმე, რომელმაც მოლოდინი არ გაამართლა და ცუდი პასქა გამოაცხო. სულ რომ ყირაზე დადგეს მთელი წელი, მის რეპუტაციას ვეღარაფერი უშველის. “წლის საუკეთესო პასქის” ნომინაციაში გამარჯვება ხომ საკონდიტრო ოსკარის ტოლფასი ჯილდოა საცხობისთვის.

მაინც რას ნიშნავს ეს “კარგი პასქა” და ერთი შეხედვით როგორ გავარჩიოთ ის ცუდისგან? თუ პასქა ფუნთუშასავით მჩატეა და ჰაეროვანი, სასწრაფოდ მოუბოდიშეთ გამყიდველს და გაეცალეთ იქაურობას. საქართველოში ბავშვმაც კი იცის, რომ ნამდვილი პასქა აუცილებლად მძიმე და ნესტიანი უნდა იყოს, მოყვითალო-მონარინჯისფრო და არავითარ შემთხვევაში, ქათქათა თეთრი!

თუმცა, გარეგნული პარამეტრები მხოლოდ ნახევარი საქმეა. პასქას უნდა ჰქონდეს საკმარისი ცხიმი, ზომიერი სიტკბო და რაც მთავარია, განსაკუთრებული არომატი. კარგ პასქაში მუსკატის, ზაფრანის, მიხაკის, დარიჩინის და კიდევ სხვა სანელებლების არომატები ზომიერად ირევა ერთმანეთში. ყველაფერი მცხობელის ოსტატობაზეა დამოკიდებული.

და რა საჭიროა ასეთი ისტერიკა? – იკითხავთ თქვენ. არ შეიძლება, უბრალოდ ადგე და სახლში გამოაცხო პასქა?

კი, როგორ არ შეიძლება. მეტიც, სახლში გამომცხვარ პასქას არაფერი ჯობია. უბრალოდ, სამართლიანი იქნება, თუ წინასწარ გაგაფრთხილებთ, რომ კარგი პასქის მომზადებას რამდენიმედღიანი შვებულება, დიდი შრომა, ოსტატობა და კარგი ნერვები სჭირდება. თუ ეს ყველაფერი გაქვთ, თქვენ უნდა გამოაცხოთ პასქები. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც სახლში პასქას არ აცხობენ, ბიუჯეტია. მაღაზიაში მისი ყიდვა უფრო იაფი დაჯდება.

 

             ჯეჯილი

კიდევ ერთი აუცილებელი ატრიბუტი ქართულ სააღდგომო სუფრაზე – ჯეჯილია – ახლადამოსული ბალახი, რომელიც ახალ სიცოცხლის და განახლების სიმბოლოა.

პასქისგან განსხვავებით, ჯეჯილის სახლში გახარება ბევრად მარტივია.

იმისთვის, რომ ჯეჯილის აბიბინება სააღდგომოდ მოესწროს, თადარიგს წინასწარ იჭერენ. ხორბალი აღდგომამდე ორი კვირით ადრე, ბზობის კვირაში ითესება.

ჯეჯილისთვის ნებისმიერი ფორმისა და ზომის ჭურჭელი გამოდგება. უფრო ხშირად ჩვეულებრივ თეფშს იყენებენ – 4-5 სანტიმეტრის სისქეზე აფენენ ბამბას, ნამავენ თბილი წყლით და ზემოდან 1 სანტიმეტრის სისქეზე აყრიან ხორბალს. ეს ლანგარი თბილ და ნათელ ადგილას უნდა დაიდგას. დილა-საღამოს ბამბის დანამვა არ დაგავიწყდეთ, რომ არ გამოშრეს.

სულ ეს არის. დაახლოებით, ერთ კვირაში თქვენს სახლში ახალი მწვანე ბალახი იბიბინებს, რომელზეც შემდეგ სააღდგომო კვერცხებს აწყობენ და სუფრაზე დებენ.

 

  ენდრო

სააღდგომო კვერცხი წითელ პარასკევს იღებება. კვერცხს საქართველოში, როგორც წესი, ენდროთი ღებავენ. ვნების კვირას ენდრო ყველა ფეხის ნაბიჯზე იყიდება – შეიძლება სახლშიც კი მოგადგეთ ვინმე და ენდროს ყიდვა შემოგთავაზოთ.

ენდროს ძირებს კარგად რეცხავენ და შემდეგ ფქვავენ ან წვრილად ჩეჩქვავენ (დაფქული ენდროც იყიდება, მაგრამ ზოგიერთი დიასახლისი ამ პროდუქტს ჭვის თვალით უყურებს ), შემდეგ ასხამენ წყალს, უმატებენ რამდენიმე ხახვის ფურცელს, მარილს და ადუღებენ 20 წუთის განმავლობაში. როცა წყალი ადუღდება, ქვაბი უნდა გადმოდგათ, კარგად გააცივოთ და მხოლოდ ამის შემდეგ ჩააწყოთ კვერცხები.

ერთ დიდ ქვაბში 20-ზე მეტი კვერცხის ჩალაგება არ ვარგა, შეიძლება დაიმტვრეს. საშუალო ცეცხლზე კვერცხები 20-25 წუთი ადუღეთ, შემდეგ ფრთხილად ამოალაგეთ, ცოტა გაგრილება აცალეთ და ცივ წყალში ჩაალაგეთ, რომ შემდეგ ადვილად გაიფცქვნას.

და კიდევ – კვერცხს თქვენს საყვარელ ქვაბში ნუ მოხარშავთ. ფერს შეუცვლის. ნამდვილ დიასახლისებს ამ საქმისთვის ცალკე ქვაბი აქვთ გადანახული.

ძველი თაობის ხალხი იხსენებს, რომ კომუნისტების დროს აღდგომის დღეებში მასწავლებლები სკოლაში ბავშვებს ხელებს უმოწმებდნენ და ვაი, თუ რომელიმეს წითელი საღებავის კვალი ჰქონდა – ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ სახლში კვერცხები შეუღებავთ.

 

მთავარი ტრადიცია – საფლავებზე გასვლა

აღდგომის მეორე დღეს – ორშაბათს – საქართველოში სასაფლაოებზე გასვლა, გარდაცვლილების მოხსენიება და საფლავზე წითელი კვერცხების გადაგორებაა მიღებული. საფლავზე აუცილებლად მიაქვთ პასქა, კვერცხი და ღვინო. არიან ისეთებიც, ვინც სასაფლაოზე სრულფასოვან სუფრას შლის – ქართული ტრადიციული კერძებითა და სასმლით და სტუმრებსაც იქვე ეპატიჟება.

აღდგომის ღამეს, როდესაც მორწმუნეები ეკლესიაში საღდგომო წირვა-ლოცვაზე დასწრების შემდეგ, გამთენიისას სახლში ბრუნდებიან, მეტრო უფასოდ მუშაობს. უფასოა ასევე მეორე დღეს სასაფლაოებამდე მისასვლელი მუნიციპალური ტრანსპორტიც.

წინა პოსტი

ზუგდიდში, წარჩინებული მოსწავლეები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვეს [ვიდეო]

შემდეგი პოსტი

ჩხოროწყუს მერმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს აღდგომა მიულოცა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

სააღდგომო ტრადიციები სამეგრელოსა და სვანეთში

სააღდგომო ტრადიციები სამეგრელოსა და სვანეთში

სააღდგომო ტრადიციები სამეგრელოსა და სვანეთში

სააღდგომო ტრადიციები სამეგრელოსა და სვანეთში

დასავლეთ საქართველოში კონსტიტუციური კანონპროექტების განხილვა დასრულდა, მოსახლეობასთან შეხვედრები აღმოსავლეთ საქართველოში გაგრძელდება

დასავლეთ საქართველოში კონსტიტუციური კანონპროექტების განხილვა დასრულდა, მოსახლეობასთან შეხვედრები აღმოსავლეთ საქართველოში გაგრძელდება