ჩხოროწყუს მერმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს აღდგომა მიულოცა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ შეჭირვებულ ოჯახებს,მრავალშვილიანებს, სოციალურად დაუცველებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დამდეგი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული – აღდგომა მიულოცა.
აღნიშნული კატეგორიის ოჯახებს დათო გოგუა პირველ მოადგილე გოჩა ჩიქოვანთან და სოციალური სამსახურის უფროს კახა შელიასთან ერთად სახლში ესტუმრა და მათ სააღდგომო ნობათი გადასცა.
სააღდგომო პასკისგან, ტკბილეულისგან და სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტისგან შემდგარი საჩუქარი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 100–მა ოჯახმა მიიღო.




