ძიუდოს საერთაშორისო ტურნირს ზუგდიდის მერობის კანდიდატი დაესწრო

დღეს, ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი „კოლხეთის თასი 2019″ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია დაესწრო. კანდიდატმა ახალგაზრდა სპორტსმენებს უგულშემატკივრა.
“ზუგდიდმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა, ვულოცავ ამ წარმატებას ჩვენს სპორტსმენებს”, -აღნიშნა “ქართული ოცნების კანდიდატმა გიორგი შენგელიამ.
ტურნირს ოლიმპიური ჩემპიონი ზვიად ზვიადაური, ევროპის სამგზის ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი უშანგი კუზანაშვილი, ჩვენი თანაქალაქელი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი დავით ქირია და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათანბეგაშვილი ესწრებოდნენ.




