ზუგდიდში “ოცნების” მხარდამჭერებსა და ბაჩანა შენგელიას შორის დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]
ბინძური ძალა “ნაციონალების” სახით ცდილობს თქვენს გამოყენებას, – ამ სიტყვებით მიმართეს გარდაცვლილი ია კერზაიას შვილს, ბაჩანა შენგელიას, მმართველი პარტიის ზუგდიდის მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას შეხვედრაზე, სოფელ დარჩელის მცხოვრებლებმა.
მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის შეხვედრაზე ბაჩანა შენგელიასა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს შორის შელაპარაკება მოხდა. ბაჩანა შენგელიამ შეხვედრის ორგანიზატორებისგან მისი დედის გარდაცვალების ფაქტის დროულად გამოძიებას ითხოვდა. თუმცა “ოცნების” კანდიდატის მხარდამჭერებმა მას განუმარტეს, რომ აღნიშნული საკითხი გამოძიების კომპეტენციაა და საარჩევნო შეხვედრაზე ამ თემის წამოჭრა შეუსაბამოა.
აღნიშნულ საკითხს მხარეებს შორის კამათი მოჰყვა, მერობის კანდიდატის მხარდამჭერებმა ბაჩანა შენგელიას დარჩელის შეხვედრაზე მისვლა პროვოკაციად შეაფასეს.



