თხილის პარტნიორებს შორის დავა და სისხლიანი დაპირისპირება ზუგდიდში – დაშავებულია ერთი ადამიანი

- ზუგდიდში თხილის პარტნიორებს შორის დაწყებული დავა სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მედიკოსების განცხადებით, დაშავებულს ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოსა, მას უკვე ჩაუტარდა სასწრაფო გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე.
შსს-ს ცნობით, ჯგუფირი ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მინდინარეობს.



