ნარკოდანაშაულის ბრალდებით მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი დააკავეს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცნობილი ბიზნესმენი და მსახიობი, ლევან ჯიბღაშვილი დააკავეს.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ლევან ჯიბღაშვილი თბილისში გუშინ, ღამის საათებში დააკავეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.




