ფოთში დედამიწის დღე აღნიშნეს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ დედამიწის დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია ჩაატარა, რომლის ფარგლებში ა(ა)იპ სახელოვნებო ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა „მზის გული“ მუსიკალური პერფორმანსი წარმოადგინა.
პატარებმა საკუთარი ხელით დამზადებული პლაკატები გამოიტანეს და მოქალაქეებს ბუნების დაცვისკენ მოუწოდეს.
დედამიწის დღესთან დაკავშირებით ფოთში სხვადასხვა დაწესებულებების მონაწილეობით, დასუფთავების აქციები მოეწყო.
ყოველი წლის 22 აპრილს, მსოფლიოს 175 ქვეყანაში დედამიწის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. საქართველო ამ ქვეყნების სიას 1990 წლიდან შეუერთდა.




