“საარჩევნო პროცესში ჩავერთვები” – ფრაქციის თავმჯდომარე შვებულებაში გავიდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე ბათლომე შელია ერთთვიან შვებულებაში გავიდა. ამის შესახებ STV-მ ინფორმაცია სარწმუნო წყაროსგან მიიღო, რაც მოგვიანებით საკრებულოს აპარატის უფროსმა ნატა პაპასკირმაც დაადასტურა.
პაპასკირის განცხადებით, ბათლომე შელიამ ერთთვიანი შვებულება აიღო და აღნიშნული შვებულებით უკვე კვირაზე მეტია რაც სარგებლობს.
STV ბათლომე შელიასაც დაუკავშირდა და მიზეზები ჰკითხა. შელიამ განაცხადა, რომ შვებულება ოჯახური მდგომარეობის გამო ითხოვა, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ პარალელურად საარჩევნო კამპანიაშიც ჩაერთვება.
“უნდა გაგიცრუოთ იმედები და გეტყვით, რომ მხარს დავუჭერთ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს სანდრა რულოვსს და არ ვაპირებთ ხმების გახლეჩვას. ამიტომაც აქტიურად ვიქნები ჩართული წინასაარჩევნო პროცესებში”,-განაცხადა ბათლომე შელიამ.
ცნობისათვის, პირადად ბათლომე შელიამ ცოტა ხნის წინ ზუგდიდში საკონცერტო დარბაზიც დაჯავშნა, თუმცა STV-თან საუბარში აღნიშნა, რომ მან უბრალოდ დარბაზის ჯავშნის ღირებულება გაიგო და სხვა არაფერი.
მსგავსი სიახლეები

ცესკო-ს თავმჯდომარე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს შეხვდა

ზუგდიდში ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე გიგა ფარულავას განცხადებას დემაგოგიად და სიცრუედ აფასებს


