stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

რეგიონი

სენაკის მერიის მიერ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 17 პროგრამა ხორციელდება

16.04.2019 / 16 აპრილი 2019
სენაკის მერიის მიერ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 17 პროგრამა ხორციელდება

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის იანვრიდან დღემდე, მზრუნველობამოკლებულთა კვების უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ყოველდღიურად, 200 სოციალურად დაუცველი და მეურვეობამოკლებული მოქალაქის კვებით უზრუნველყოფა განახორციელა, რისთვისაც, სამი თვის მანძილზე, 40 765 ლარი დაიხარჯა.

სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამის ფარგლებში, 47 მრავალშვილიან ოჯახს, დედ-მამით ობლებს და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს გადაეცათ სასურსათო პაკეტი 3 560 ლარის ფარგლებში.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ ხანძრის შედეგად დაზარალებულ 6 მოქალაქეს გაუწია დახმარება, რამაც 10 000 ლარი შეადგინა.

სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკარო, განსაკუთრებულად მძიმე სოციალური პირობების მქონე 15 ოჯახს, რომელთაც მუდმივი საცხოვრებელი არ გააჩნიათ, ბინის ქირით უზრუნველყოფის მიზნით, გაეწიათ დახმარება 3 000 ლარის ფარგლებში. ამავე პროგრამით, რეინტეგრირებული ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებს, ფინანსური დახმარება გაეწიათ.

ჯანმრთელობაგაუარესებული 417 მოქალაქის სამედიცინო მომსახურებაზე 109 000 ლარი დაიხარჯა.

85 ონკოლოგიურ პაციენტს სტაციონალური და ამბულატორიული მომსახურება, ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის კურსები, ასევე მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები დაუფინანსდა.

სოციალურად დაუცველ 45 მოქალაქეს, თანადაფინანსების ფარგლებში, მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები – მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია; პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია – დაუფინანსდა.

ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, 31 მოზარდს სამკურნალო-სარეაბილიტაციო მომსახურეობა გაეწია.

თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფ 23 მოქალაქეს, დიალეზის ცენტრამდე ტრანსპორტირების ყოველთვიური 130 ლარი დაუფინანსდა, რამაც პირველ კვარტალში შეადგინა 8 580 ლარი.

176 სოციალურად დაუცველ მოქალაქეს, 70 ლარის ფარგლებში, უფასო მედიკამენტური დახმარება გაეწია. იშვიათი დაავადების მქონე შვიდმა მოზარდმა მიიღო ყოველკვარტალური დახმარება 350 ლარის ოდენობით. 47 მრავალშვილიან ოჯახს, 8200 ლარის ფარგლებში, ფინანსური დახმარება გაეწია.

დედ-მამით ობოლ 3 ბავშვზე გაიცა ყოველკვარტალური დახმარება 150 ლარის ოდენობით. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე – ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომითა და აუტიზმით დაავადებულ 38 მოზარდს, 3800 ლარის ფარგლებში, დახმარება გაეწია. გარდაცვლილი დევნილი მოქალაქეების და ომის ვეტერანთა 22 ოჯახს, 4 550 ლარის ფარგლებში,სარიტუალო მომსახურეობა გაეწია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ეპიდ.ზედამხედველობის, იმუნიზაციისა და პარაზიტოლოგიის კუთხით, 32953,64 ლარის მომსახურეობა 6233 ბენეფიციარმა მიიღო.

საამშენებლო მასალებით დახმარების პროგრამის ფარგლებში შექმნილმა კომისიამ შეისწავლა და დაადგინა სოციალურად დაუცველ 63 ოჯახზე, არაუმეტეს 2000 ლარის ფარგლებში გასაწევი დახმარებების ოდენობა, საამშენებლო მასალების სახეობების მიხედვით.

 

წინა პოსტი

წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო

შემდეგი პოსტი

რატომ უწოდა სანდრა რულოვსმა ზუგდიდს ტყე და ზუგდიდელებს ტყის მგლები?! [ვიდეო]

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 17 პროგრამას ახორციელებს

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 17 პროგრამას ახორციელებს

სენაკის მერიის სოციალური პროექტი – ,,შინ მოვლის პროგრამა” – საუკეთესო მუნიციპალურ პროექტად დასახელდა

სენაკის მერიის სოციალური პროექტი – ,,შინ მოვლის პროგრამა” – საუკეთესო მუნიციპალურ პროექტად დასახელდა

არქეოლოგიური ექსპედიციისა და სენაკის მერიის გუნდებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა

არქეოლოგიური ექსპედიციისა და სენაკის მერიის გუნდებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა