წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვლენობის (შ-89) წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზის 7-კმ 14,2 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო. მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ.
ამ ეტაპზე სანიაღვრე არხების გაჭრა მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ონიქს როუდი ასრულებს. სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს -4 657 197.83 ლარს. გზის რეაბილიტაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს,




