ფოთის სერვისების ცენტრი გამწვანებით ღონისძიებებს ახორციელებს

ა(ა)იპ ფოთის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, გამწვანებით ღონისძიებებს ახორციელებს. ქალაქის სხვადასხვა მონაკვეთში მიმდინარეობს: ქუჩების, სკვერებისა და გზაგამყოფების მოვლა-პატრონობა; მცენარეების დეკორატიული გასხვლა-ფორმირება; ნიადაგში სასუქის შეტანა; ბორდიურებისა და სავალი ბილიკების მწვანე ზოლის შეწამვლა; გამხმარი და დაავადებული ხეების მოჭრა-ამოძირკვა და გადაზრდილი ტოტების შეჭრა;, ხეების შეთეთრება ნიადაგის გაფხვიერება და გაცელვითი სამუშაოები.
გარდა ამისა გამწვანების აქციები დაგეგმილია დადიანის ძეგლთან, აღმაშენებლის ქუჩაზე და რკალზე: მაისის ბოლომდე ქალაქში გაზაფხული-ზაფხულის სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილების და მარადმწვანე ნარგავების დარგვითი სამუშაოები დაიწყება.




