კახა მიქაიამ პოლიტიკური მოძრაობა ,,დაიცავი საქართველო” დატოვა

კახა მიქაიამ პოლიტიკური მოძრაობა ,,დაიცავი საქართველო” დატოვა. როგორც მიქაია აცხადებს, ის აგრძელებს პოლიტიკურ მოღვაწეობას ქვეყნის ინტერესების დასაცავად.
,,10 წლია ამ მოძრაობაში ვარ. დავტოვე. ვაგრძელებ აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას, ვითანამშრომლებ ყველასთან გარდა ენმსა და მათი განშტოებებისა ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდა,”- განაცხადა მიქაიამ.




