stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

რეგიონი

სენაკში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა

15.04.2019 / 15 აპრილი 2019
სენაკში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა

სენაკში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ მავნელებთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის პრეზინტაცია გამართა, რომლის ფარგლებში, მან ამ მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებსა და მიღებულ შედეგზე ისაუბრა. ასევე, დააანონსა სამომავლო გეგმები. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვანია კომპლექსური მიდგომა. სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სტრატეგიული ხედვის შესაბამისად კვლავაც აქტიურად გაგრძელდება მასშტაბური და ქმედითი ღონისძიებები – აღნიშნა ლაშა შალამბერიძემ.

სიმინდის მასივების მფლობელ ფერმერებთან გამართულ სამუშაო შეხვედრას, რომელიც დიალოგის რეჟიმში წარიმართა, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ მესხი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან თოლორდავა, სააგენტოს მობილური რეაგირების ჯგუფის ხელმძღვანელები მოგელი ჭედია და დევი სიდამონიძე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სენაკის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსლტაციო სამსახურის უფროსი გიორგი ხარგელია, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანიას – მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას; მონიტორინგს, რომელიც გულისხმობს აზიური ფაროსანას გავრცელების არეალის დადგენას, მავნებლის განვითარების ფაზების, პოპულაციის რიცხოვნობის დინამიკის და ღონისძიებების ჩატარების ვადების განსაზღვრას; აზიური ფაროსანას კონტროლის ღონისძიებებს – მავნებლის საწინააღმდეგო წამლობას;  სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებს, რომელიც მიზნად ისახავს, საქართველოს პირობებში, აზიური ფაროსანას ბიოლოგიურ შესწავლას, გამოვლენას, მცენარეთა დაცვის სხვადასხვა საშუალებების ეფექტიანიობის დადგენას.

ღონისძიებების განხორციელების პროცესში, რომელსაც კოორდინაციას სპეციალური სამთვრობო კომისია უწევს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ჩართული არიან შესაბამისი უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობები.

ამ დროისთვის, დასავლეთ საქართველოში, აზიური ფაროსანას ღონისძიებების პირველი ეტაპი დასრულდა.

ავნებლის იდენტიფიკაციას და ზუსტი არეალის დადგენის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფებმა საკარმიდამო ნაკვეთები, საცხოვრებელი და მიტოვებული შენობები ვიზუალურად დაათვალიერეს და აღწერეს.

პირველი ეტაპის მონიტორინგის შედეგების გათვალისიწინებით, დასავლეთ საქართველოს იმ სოფლებში, სადაც მავნებლის დიდი კონცენტრაცია დაფიქსირდა, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები დამონტაჟდება, რომლის შედეგადაც შეწამვლითი ღონისძიებები დაიწყება.

2019 წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 45 მილიონი ლარია გამოყოფილი.

წინა პოსტი

ვის დაუჭერენ ზუგდიდელები მხარს მერის შუალედურ არჩევნებზე? [ვიდეო გამოკითხვა]

შემდეგი პოსტი

გიორგი შენგელია ოპონენტებს პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს [ვიდეო]

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

სენაკში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პირველი ეტაპი იწყება

სენაკში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პირველი ეტაპი იწყება

სენაკში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეორე ეტაპი იწყება

სენაკში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეორე ეტაპი იწყება

სენაკში ,,ლაზარე 2015″-ის პრეზენტაცია გაიმართა

სენაკში ,,ლაზარე 2015″-ის პრეზენტაცია გაიმართა