ვის დაუჭერენ ზუგდიდელები მხარს მერის შუალედურ არჩევნებზე? [ვიდეო გამოკითხვა]
ახალი ამბების სააგენტომ ზუგდიდის მერის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, ქალაქის ქუჩებში ის ადამიანები გამოკითხა, რომლებიც 19 მაისს არჩევნებზე მისვლას და საკუთარი ნების გამოხატვას აპირებენ.
ჩვენს მიერ გამოკითხული 20 ადამიანიდან ოცივემ თქვა, რომ 19 მაისს არჩევნებზე მივლენ და ხმას მისცემენ სასურველ კანდიდატს.
გამოკითხული 20 ადამიანიდან 16-მა თქვა, რომ ისინი მხარს სახელისუფლებო კანდიდატს, გიორგი (გეგა) შენგელიას დაუჭერენ მხარს. ორმა გამოკითხულმა კი სასურველ კანდიდატად “გაერთიანებული ოპოზიციის” მიერ წარდგენილი სანდრა რულოვსი დაასახელა. დანარჩენმა ორმა კი კონკრეტიკისგან თავი შეიკავა.



