მოქალაქე დარეჯან ლაშხია itv.ge-ს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს [ვიდეო]
დარეჯან ლაშხია, რომელიც itv.ge-ს მედიაჯგუფის მიერ გავრცელებულ მასალაში თითქოს მიხეილ სააკაშვილი ენატრება – მასალას კონტექსტიდან ამოვარდნილს უწოდებს და აცხადებს, რომ ის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი არასდროს ყოფილა. ეს კომენტარიც itv.ge-მაც ჩაიწერა, თუმცა ამ დრომდე არ გაუვრცელებია. მეტიც ამბულატორიაში ვითარების გასაცნობად შესულ შეხვედრაზე დარეჯან ლაშხია აცხადებს, რომ მხარს “ქართული ოცნების” კანდიდიატს დაუჭერს, რადგან მან ამბულატორიის პრობლემის გადაწყვეტის რეალური პროექტი წარმოადგინა.
გიორგი შენგელია ამბულატორიის თანამშროლებს დაპირდა, რომ შენობის პრობლემა მომავალ წელს აშენდება, მანამდე კი ამბულატორიისთვის კორცხელის ცენტრში მიწა გამოიყოფა. ამჟამად ამბულატორია კოოპერატივის შენობაშია განთავსებული, რის გამოც მის გარემონტებას მუნიციპალიტეტი ვერ ახერხებს.
შეგახსენებთ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ქართული ოცნების შეხედრაზე დღეს სოფელ კორცხელში პროვოკაციული კითხვებით, ნაციონალური მოძრაობის წევრის და ყოფილი ხელისუფლების დროს კორცხელის გამგებლის მოადგილის დათო თორდიას მამა ჯიმშერ თორდია მოიყვანა, თუმცა მას სიცრუის ტირაჟირებისტვის მეზობლები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

