ოკუპირებულ აფხაზეთში სიკვდილით დასჯა 2020 წლიდან ძალაში შევა

აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა მეორე და საბოლოო მოსმენით, ერთხმად დაუჭირა მხარი საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც ნარკოტიკების გავრცელებისთვის სამუდამო პატიმრობას ან სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.
ამასთან, აღნიშნული მუხლით გასამართლებულები შეწყალებას არ დაექვემდებარებიან.
კანონში ცვლილებები ძალაში 2020 წლის 1 იანვრიდან შევა.
კანონპროექტი პირველი მოსმენით 2018 წელს მიიღეს.




