ანაკლიას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახანძრო-სამაშველო შენობა ექნება

ანაკლიაში სახანძრო-სამაშველო არქიტექტორული შენობა-ნაგებობის მშენებლობა იწყება. ამის შესახებ STV-თვის ცნობილი რამდენიმე წუთის წინ გახდა.
მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად საძირკველში, სიმბოლურად, კაფსულა ჩაიდება. პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 632 939 ლარი დაიხარჯება.
ანაკლიის სახანძრო-სამაშველო შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეხანძრე-მაშველების სამუშაო პირობებს. შენობაში მეხანძრე-მაშველებისთვის სატრენაჟორო დარბაზის მოწყობაც არის დაგეგმილი.




