„დაასუფთავე ზუგდიდი“-მასშტაბური აქცია ენგურის ადმინისტრაციული ერთეულიდან დაიწყო

ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში, (ე.წ კომბინატის მიმდებარე ტერიტორია) ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა, მოითიბა მწვანე საფარი, მოხდა ხეების გადაბელვა, მოირეცხა გზა.
სამუშაოები ა(ა) იპ „კეთილმოწყობის მართვის ცენტრმა“ და ა(ა)იპ “ზუგდიდდასუფთავება” განახორციელა.
როგორც მერის პირველმა მოადგილემ გიორგი შენგელიამ აღნიშნა, აქცია სახელწოდებით „დაასუფთავე ზუგდიდი“ მასშტაბური გახდება და ის მუნიციპალიტეტს მოიცავს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჩართულობა, რათა ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქზე.
გუშინ, ალექსანდრე მოწერელიამ, მერის მოადგილი გიორგი შენგელიასთან ერთად აღნიშნული ტერიტორია დაათვალიერა და შესაბამის სამსახურის წარმომადგენლებს მისი მოწესრიგება დაავალა.
სამუშაოების მიმდინარეობას ალექსანდრე მოწერელია და გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნენ.




