მინისტრმა და გუბერნატორმა ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს მიუსამძიმრეს

ოკუპანტების ტყვეობისას მოკლული 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას ოჯახში ქეთევან ციხელაშვილი და ალექსანდრე მოწერელია იმყოფებოდნენ.
მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვეს და ირაკლიკვარაცხელიას ოჯახის წევრებს პირადად მიუსამძიმრეს.
“ეს არის სამწუხარო ფაქტია, ამავე დროს აღმაშფოთებელი. ჩვენს მოაქალაქეებს ჩვენსავე ტერიტორიაზე არა აქვთ თავისუფლად გადაადგილების საშუალება, ეს არის კიდევ ერთი ფაქტი რუსული აგრესიის. ჩვენი თანამოქლაქე გაურკვეველ ვითარებაში იღუპება და ხდება ძალადობის მსხვერპლი. ეს არის შედეგი იმ ბარიიერებისა რაც არის ხელოვნურად შექმნილი ჩვენსავე ტერიტორიაზე”,-აღნიშნა სამეგრელოს გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ.


