სოფელ ხეთაში დაშავებულები სამეგრელოს გუბერნატორმა და შს მინისტრმა მოინახულა [ვიდეო]
ხობის რაიონში აფეთქების შედეგად დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მოინახულა. მინისტრმა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა :
“არ მქონდა საკმარისი დრო იმისთვის, ზუსტად გამერკვია რა მოხდა. რაც შეეხება მდგომარეობას მძიმეა, ვესაუბრეთ თბილისსაც , რეანომობილები გამოძახებულია. იმედი მაქვს რომ ბავშვებს გადავარჩენთ.და აქ მივაღწევთ იმ მაქსიმალურ შედეგს, რაც ჩვენს მედიცინას დღეს შეუძლია გააკეთოს. მათ შორის თბილისის ჩართულიბითაც. სულ დაშავებულია 7 ადამიანი. ერთი ოჯახის წევრები. მე ვესაუბრე ოჯახის მამას, რომელიც ყველაზე მსუბუქ მდგომარეობაშია და ფაქტიურად არაფერი არ ჭირს. რეალურად როგორც ჩანს, აერიათ და დიზელის ნაცვლად იხმარეს ბენზინი, რამაც გამოიწვია აფეთქება. ვფიქრობ, რომ ჩვენი მედიცინა, “ევექსიც” და ჯანდაცვის სამინისტროც, მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის რომ ოჯახის ყველა წევრი გადავარჩინოთ. პირველ რიგში ბავშვები, ეხლა ხდება რეანომობილები მობილიზება მთელი დასავლეთ საქართველოდან, იმედი მაქვს რომ შედეგი იქნება პოზიტიური ყველა ჩვენთაგანისთვის.
შვიდივე გადაყვანას არ საჭიროებს. პირველ რიგში გადასაყვანია სამი პაციენტი, რომელთა მდგომარეობაც არის მძიმე ზუგდიდიდან, ორი პაციენტი , რომელთა მდგომარეობაც არის მძიმე ხობიდან. გვაქვს კავშირი თბილისთანაც და ვფიქრობ შედეგი გვექნება მაქსიმალურად დადებითი რომ ეს ოჯახი დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას.
შეგახსენებთ, რომ ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი დაშავდა ხობის რაიონის სოფელ ხეთაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად.
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სახლში მთელი დღის განმავლობაში არავინ არ იყო და სავარაუდოდ სწორედ ამ დროს მოხდა ბუნებრივი აირის დაგროვება. ოჯახის წევრების სახლში მისვლის შემდეგ კი აფეთქება მოხდა. მეზობლები კი აცხადებენ, რომ აფეთქება შესაძლოა, არა ბუნებრივ აირს, არამედ შეშის ღუმელის ანთების დროს საწვავის გამოყენებას უკავშირდებოდეს.



