შს მინისტრმა და გუბერნატორმა ზუგდიდის სოფლებში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა მოინახულეს

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში ის სამუშაოები, დაათვალიერეს რაც 30 ნოემბრის სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად განხორციელდა.
დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრებლებმა მთავრობის წარმომადგენლებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს და დასახლებაში არსებულ პრობლებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხებოდა ბუნებრივი აირისა და გზის მოწესრიგების საკითხს, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის პრობლემას.
შინაგან საქმეთა მინისტრი და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მათ აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდნენ. სოფელ ოქტომბერში დევნილთა კორპუსებამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს, 30 ნოემბერს მომხდარი სტიქიის შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, ასეულობოთ საცხოვრებელი სახლის და შენობა ნაგებობების გადახურვები დაზიანდა.



