ოტობაიადან გატაცებული ლევან ძანძავა ირაკლი კვარაცხელიას დაკავების ერთ-ერთი მოწმეა

გალის რაიონის სოფელ ოტობაიადან გატაცებული ლევან ძანძავა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ იზოლატორში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას დაკავების მოწმეა. ამის შესახებ STV-ს საკუთარმა წყარომ განუცხადა. ძანძავას დაკავების ძირითადი მიზეზიც სწორედ ეს იყო.
შეგახსენებთ, რომ წუხელ, გვიან ღამით რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ პირველი ოტობაიას მკვიდრი ლევან ძანძავა დააკავეს. არსებული ინფორმაციით,ძაძუასთან ერთად დაკავებულია მისი თანასოფლელებიც, რომლებიც ძაძუას დაკავების ფაქტს შეესწრნენ და რუს ოკუპანტებს შეეწინააღმდეგნენ.
თვითმხილველთა განცხადებით, დაკავების ფაქტს თან ახლდა ძლიერი სროლები.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია

ირაკლი ხახუბია -ჩვენი ხელისუფლებისთვის განათლების სისტემის განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რადგან მომავალი განათლებაშია


