ალექსანდრე მოწერელია მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს დავით ქირიას შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერის პირველ მოადგილესთან გიორგი შენგელიასთან ერად მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს დავით ქირიას შეხვდა და მას შანხაიში გამართულ ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა.
ზუგდიდიელი კიკბოქსიორი შანხაიში მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. მან ფინალურ დაპირისპირებაში მაროკოელ მებრძოლ მაროუნ თუთუს სძლია.




