სოფელ ოტობაიაში ლევან ძანძავა და მისი თანასოფლელები დააკავეს

წუხელ, გვიან ღამით რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ პირველი ოტობაიას მკვიდრი ლევან ძანძავა დააკავეს. არსებული ინფორმაციით,ძაძუასთან ერთად დაკავებულია მისი თანასოფლელებიც, რომლებიც ძაძუას დაკავების ფაქტს შეესწრნენ და რუს ოკუპანტებს შეეწინააღმდეგნენ.
თვითმხილველთა განცხადებით, დაკავების ფაქტს თან ახლდა ძლიერი სროლები. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.
ამ დრომდე უცნობია ლევან ძანძავას დაკავების მიზეზები. STV არკვევს მომხდარის შესახებ სხვა დეტალებს. ამ დრომდე კომენტარები არ კეთდება საქართველოს სახელმწიფო უწყებებში.
მსგავსი სიახლეები

ლევან დავითაშვილი: ანაკლიის პორტის პროექტი ვითარდება დინამიურად, პოზიტიურად და მისი გაჩერების პერსპექტივა არ არსებობს


