ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი სენაკის მუნიციპალიტეტში გადმოასვენეს

ამ წუთებში, ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი სენაკის მუნიციპალიტეტში, ბებიის ყოფილ სახლში გადმოასვენეს.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ გალში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გუშინ გადმოასვენეს. ცხედარი ქართულ მხარეს ენგურის ხიდზე გადასცეს.
ცხედრის გადმოცემის პროცესს ესწრებოდნენ როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლები. გადმოსვენების პროცესში ჩართული იყო წითელი ჯვარი.
შესაბამისი პროცედურის შემდეგ ცხედარს ქუთაისის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა.



