გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოასვენეს
ოკუპირებულ გალში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს. ცხედარი ქართულ მხარეს ენგურის ხიდზე გადასცეს.
ცხედრის გადმოცემის პროცესს ესწრებოდნენ როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლები. გადმოსვენების პროცესში ჩართული იყო წითელი ჯვარი.
შესაბამისი პროცედურის შემდეგ ცხედარს ქუთაისის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.




