ჩხოროწყუს მერმა ხაბუმეში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაათვალიერა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს თეიმურაზ მალანიასთან ერთად სოფელ ხაბუმეში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
აღნიშნულ სოფელში, ჯუმითის უბანში, მდინარე სქურჩაზე ნაპირსამაგრი ჯებირი მოეწყო.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით,მოხდა სტიქიით დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. რეაბილიტირდა ხიდ-ბოგირები, შიდა საუბნო გზები, გაკეთდა ნაპირსამაგრი ჯებირები.




