ზუგდიდელი ფეხბურთელის ქველმოქმედება და დედის დღეს გაცემული სიმბოლური საჩუქრები

ზუგდიდელმა ფეხბურთელმა ლევან კუტალიამ, რომელიც ამჟამად თბილისის “დინამოს” საფეხბურთო გუნდში თამაშობს, წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის მეშვეობით სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან დედებს სიმბოლური საჩუქარი გაუკეთა. კუტალიას კეთილი ნებით დედებს თაიგულები და ფასიანი საჩუქრები დღეს მიართვეს.
წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელის, სალომე ფაცაციას განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ლევან კუტალია მსგავსი სახის ქველმოქმედებას ეწევა. ახალგაზრდა ფეხბურთელი სოციალურად დაუცველ ოჯახებს თითქმის ყოველკვირეულად უწევს დახმარებას.
“ეს ნამდვილად სამაგალითოა, რასაც ლევანი აკეთებს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ თითქმის ყოველ კვირა ეხმარება ის ასეთ ოჯახებს. ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი კეთილი ადამიანები”-ამბობს სალომე ფაცაცია.
მსგავსი სიახლეები

აბაშის მერმა მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა

ირაკლი ღარიბაშვილი: ნებისმიერ ადამიანს დღეს შეუძლია, იყიდოს ას ევროდ ბილეთი, გაფრინდეს ევროპაში და მეორე დღეს წამოვიდეს საქართველოში. ეს ვინ გააკეთა მეგობრებო? „ქართულმა ოცნებამ“, ეს გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა


