შანავა -იმ ტერიტორიაზე სადაც ახალი სასტუმრო უნდა აშენდეს დადიანების ბაღი არასდროს ყოფილა

,,მე ზუგდიდისთვის ისტორია კარგად ვიცი, მოპოვებული მაქვს ძველი ფოტოებიც და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც ახალი სასტუმროს მშენებლობაა დაგეგმილი, ბოტანიკური ბაღის ტერიტორია არასდროს არ ყოფილა და იმ ტერიტორიაზე ადერ ერთ სართულიანი ხის საავადმყოფო მდებარეობდა“ – ამის შესახებ ზუგდიდში, ყინულის სახლის ტერიტორიაზე ახალი სასტუმროს მშენებლობის კონცეფციის საჯარო განხილვაზე თნგიზ შანავამ განაცხადა.
მისი განმარტებით სხვადასხვა თანამდებობებზე 1980 წლიდან მუშაობს, თუმცა მსგავსი საჯარო განხილვები არასდროს მომხდარა და საზოგადოების ასეთი ჩართულობა არ ახსოვს.
ყინული სახლის ტერიტორიაზე ახალი სასტუმროს მშენებლობის კონცეფციის საჯარო განხილვა, სამხარეო ადმინისტრაციის სააქტო დარბაზში, გაიმართა. განხილვას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, არქიტექტორები, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საჯარო განხილვაზე პროექტის პრეზენტაცია დეველოპერული კომპანია „m² უძრავი ქონება“-ს გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ წარუდგინა და პროექტთან არსებულ შეკითხვებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად უპასუხა.
მსგავსი სიახლეები

სენაკში, 8 ახალი ბაღი აშენდება და 12 არსებული ბაღი – რეაბილიტირდება

კახა კალაძე: მადლობელი ვარ ღმერთის, რომ გადამირჩინა შვილები. სტიქიამდე დატოვეს სასტუმრო, მაგრამ იქ რომ ყოფილიყვნენ, უნდა დაეტოვებინათ სამაშველო ღონისძიების დროს, არ უნდა ჩაესვათ ვერტმფრენში და არ გადმოეყვანათ?


