დეპუტატი სასტუმროს მშენებლობაზე: ამ ლოგიკით მთელი სამეგრელო დადინების საკუთრება იყო და ხელი არაფერს ვახლოთ

„ამ ლოგიკით მთელი სამეგრელო დადინების საკუთრება იყო და ხელი არაფერს ვახლოთ და გამოვაცხადოთ რეკრეაციულ ზონად, დარწმუნებული ვარ დადიანებს ეს პროექტი მოეწონებოდათ, რადგან ზუგდიდის განვითარებაზე ფიქრობდნენ“ – ასე გამოეხმაურა ზუგდიდის საკრებულოს წევრი ირაკლი ლაგვილავა, ,,სამეგრელოს ხმის“ ლიდერის თენგიზ ჯგუშიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც ყინულის სასახლის ტერიტორიაზე სასტუმრო არ უნადა აშენდეს, რადგან ,,ეს წმინდა ადგილი დადიანებმა დაგვიტოვეს“.
საკრებულოს წევრის განცხადებით, მსგავსი ბრენდის შემოსვლა მისცემს სტიმულს სხვა ბრენდებს შემოვიდნენ ზუგდიდში. ირაკლი ლაგვილავა ასევე მიიჩნევს, რომ ამ დონის სასტუმროების აშენება მოიზიდავს მეტ ტურისტს ჩვენს ქალაქში.
ყინულის სახლის ტერიტორიაზე ახალი სასტუმროს მშენებლობის კონცეფციის საჯარო განხილვა, სამხარეო ადმინისტრაციის სააქტო დარბაზში, გაიმართება. განხილვას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, არქიტექტორები, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საჯარო განხილვაზე პროექტის პრეზენტაცია დეველოპერული კომპანია „m² უძრავი ქონება“-ს გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ წარუდგინა და პროექტთან არსებულ შეკითხვებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად უპასუხა.
მსგავსი სიახლეები

პრემიერი: სიტყვებით შეუძლებელია ამ ბედნიერებისა და სიამაყის განცდის აღწერა, რაც გუშინდელმა დღემ მოგვანიჭა და რამაც მთელი ქვეყანა გააერთიანა

ირმა ინაშვილი: გაოგნებული და შეძრული ვარ, ხატმებრძელეობის მთელი ამ პროცესის ანალიზით რაც ხდება


