ფოთში სიჩქარის გასაკონტროლებლად ე.წ. ჭკვიანი კამერები ამოქმედდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელოში, კონკრეტულად კი ქალაქ ფოთში ე.წ. ჭკვიანი კამერები დაემატა და სიჩქარის კონტროლის 8 ახალი სექცია ამოქმედდა. კერძოდ:
ფოთში, სამეგრელოს ქუჩის მონაკვეთზე, სამეგრელოს, ხობის, შავი ზღვისა დაალ.ჭავჭავაძის ქუჩების კვეთიდან — სამეგრელოსა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთამდე. ორმხრივად (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ);
ფოთში (ფოთის შემოვლით გზაზე), ლარნაკის ქუჩიდან (მდინარე რიონი) — წმ.გიორგის, აკაკის და გურიის ქუჩების გადაკვეთამდე, ორმხრივად (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ).
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 2019 საქართველოს მასშტაბით 669 ახალი ვიდეოკამერა ჩაირთო, მათ შორის 550 ზოგადი ხედვის და 119 კი ნომრის ამომცნობი. მათი თქმით, ამ დროისთვის სულ 2086 ვიდეოკამერა ფუნქციონირებს და ე.წ. ჭკვიანი კამერების მონტაჟი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.




