“სვანური მარილის მოთხოვნის გაზრდაზე ვფიქრობთ” – “ნესკრა ჰიდროს” სოციალური პროექტები სვანეთში

ჭუბერში დარეგისტრირებული სოციალური საწარმოს “ლეშნუ ქორის” წევრები აქტიურად მუშაობენ სვანური მარილის რეცეპტის დახვეწასა და წარმოების მოცულობის გაზრდაზე.
საწარმოში გაერთიანებული ჭუბერის 5 მაცხოვრებელი ფიქრობს, რომ ტრადიციული რეცეპტით და საიდუმლო ინგრედიენტებით მომზადებული სუნელები არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც გახდება პოპულარული.
“საწარმოს შექმნის იდეა 4 თვის წინ გაგვიჩნდა, როდესაც სოფელში “სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების” შექმნასთან დაკავშირებული კონსულტაციები დაიწყო. “ნენსკრა ჰიდროს” დახმარებით ჩვენი იდეა რეალობად ვაქციეთ და დეკემბერში საწარმოც დავარეგისტრირეთ. ყველა ჩვენგანი სვანურ მარილს ოჯახში თავისი რეცეპტით ვაკეთებთ ხოლმე.
ახლა ეს რეცეპტები შევაჯერეთ და ასე ვქმნით მარილს. თითქმის ყველა პროდუქტი, რომელსაც ვიყენებთ, ჩვენ თვითონ მოგვყავს სახლებში. ჩვენი საიდუმლო ინგრედიენტებიც გვაქვს. იმედია რომ ჩვენი სვანური მარილი ყველას მოეწონება და მომავალში მოთხოვნაც მეტი იქნება. თუ ყველაფერი ისე გამოგვივიდა როგორც გვინდა, მერე უკვე სხვა სუნელების და ხელნაკეთი ნივთების შექმნაზეც ვფიქრობთ”,-ამბობს იამზე სუბელიანი.




