ზუგდიდის მუნიციპალიტეტს სკოლების რეაბილიტაციაზე 1 500 000 ლარი გამოეყო

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, 1 500 000 (მილიონ ნახევარი) ლარი გამოეყო. აღნიშნული გადაწყვეტილება, საჯარო სკოლის დირექტორებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი შენგელიამ გააცნო.
,,თანხა, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გამოეყო სკოლების ინფრსატრუქტურის მოსაწესრიგებლად მნიშვნელოვანია და შესაძლებლობას მოგვცემს, ის პირველადი საჭიროებები მოვაგვაროთ, რაც სკოლებს აქვთ, ამისთვის კი პრიორიტეტების განსაზღვრაა საჭირო“ -აღნიშნა შეხვედრაზე გიორგი შენგელიამ.
საჯარო სკოლის დირექტორებმა მათ სკოლებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
თანხის ძირითადი ნაწილი სველი წერტილების მოწესრიგებას მოხმარდება. შეხვედრას საჯარო სკოლის დირექტორები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




