მარტში ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიის შეძენა მოუწევს

ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონემ დაიკლო, რის გამოც მარტში აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტი შეიქმნება. როგორც ენგურჰესის ადმინისტრაციული და საერთო საკითხების მენეჯერი ნუგზარ სართანია აცხადებს, საცავში წყლის დონემ დაიწია და დაახლოებით 20 მეტრის მარაგია დარჩენილი.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კაშხალზე გამომუშავებული ენერგიის უდიდესი ნაწილი აფხაზეთში მიდის, მაინც არ არის საკმარისი და მარტში ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიის შეძენა მოუწევს.
ცნობისთვის, აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტი ყოველწლიურად იანვარ-თებერვალშია. შეგახსენებთ, რომ 2016 წელს, საქართველოს მთავრობამ აფხაზეთის მოსახლეობის ელექტროენერგიით სრულად უზრუნველყოფის მიზნით, ელექტროენერგია დამატებით რუსეთის ფედერაციისგან შეისყიდა.




