ურთის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია იწყება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ურთას ადმინისტრაციულ ერთეულში, ურთასა და აბასთუმანის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადებულია.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 855`022.00 ლარია.
რეაბილიტირდება 2200 მეტრი სიგრძისა და 5 მეტრი სიგანის გზა. დაიგება ასფალტო-ბეტონის საფარი.
პროექტი 2 წლიანია და სამუშაოების მეორე ეტაპი 2020 წელს განხორციელდება.
ამ ეტაპზე, ტენდერი გამოცხადებულია 15 საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე, ღირებულებით 13 372 798 ლარი.




