ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ვიცე გუბერნატორმა მოინახულა

სოფელ კორცხელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოქალაქეები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ირაკლი ჯიქიამ მოინახულა და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გაეცნო.
დაშავებულების მკურნალი ექიმების განმარტებით, ათივე მოქალაქის მდგომარეობა სტაბილურია და არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.



