ხიდი, რომელზე გავლაც სახიფათოა” – სოც ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ზუგდიდის მერია პასუხობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიაში ხიდის აღდგენას ითხოვენ, ამის შესახებ სოფლის მკვიდრმა სოციალურ ქსელში დაწერა და ფოტოებიც გამოაქვეყნა:
“ხიდი, რომელზე გავლაც უდიდესი საფრთხის შემცველია, მაგრამ მეორე ნაპირზე მოსახვედრად სხვა გზა არ არის. ამ “ხიდით” სარგებლობს ორი ოჯახი, სამი მცირეწლოვანი ბავშვით, ორი ღრმად მოხუცი მძიმე ავადმყოფით. სოფელში ჩატარდა კენჭისყრა და გაიმარჯვა პროექტმა რომელსაც მეტი ბენეფიციარი ჰყავდა. ვინაიდან ორი ოჯახი სარგებლობს, მხოლოდ მათზე “დიდ ” ფულს არავინ ხარჯავს. “წყალსაც წაუღიათ” ლოგიკაა ალბათ. სანამ რამე სავალალო მომხდარა, დროზე მიხედეთ ამ ხალხს, მერე გვიანი იქნება!“- წერს მარიკა თოდუა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია გამოეხმაურა. მათი განცხადებით, საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა და პრობლემის მოგვარებაზე იზრუნებენ.




