არის თუ არა მოსალოდნელი მარტის თვეში “ენგურჰესის” შეჩერება?!

“წყლის დონე ენგურჰესში ყოველდღიურად 1 მეტრით მცირდება. ეს ტენდეცნია თუ შენარჩუნდა, 2019 წლის მარტში მოგვიწევს ჰიდროელექტროსადგურის შეჩერება“,- განუცხადა აფხაზ ჟურნალისტებს “ენგურჰესის” დირექტორმა ლევან მებონიამ.
მისი განმარტებით, წყალსაცავის დონე “ენგურჰესზე” მინიმალურ ნიშნულზეა, რაც ძირითადად გვალვიან ზამთარს და აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრ ზრდას უკავშირდება.
წყალსაცავის დონე მინიმალურ ნიშნულზეა და ჩვენ უკვე საექსპლუატაციო ნიშნულზე, 440 მეტრზე, უფრო დაბლა ვართ. ავარიული მარაგი 18 მეტრის ფარგლებშია. ეს კი დაახლოებით, 100 მილიონი კილოვატ – საათია შემოდინებული წყლის მარაგის გარეშე. აფახაზეთი დაახლოებით 7,8 მილიონ კილოვატ საათს მოიხმარს დღე-ღამეში, რის გამოც წყლის დონე ენგურჰესში ყოველდღიურად 1 მეტრით მცირდება. ეს ტენდეცნია თუ შენარჩუნდა, 2019 წლის მარტში მოგვიწევს ჰიდროელექტროსადგურის შეჩერება“, – განუცხადა აფხაზურ მედიას ლევან მებონიამ.




