ფოთის საავადმყოფოს ექიმს გარდაცვლილი პაციენტის ახლობლები ფიზიკურად გაუსწორდნენ

ფოთის კლინიკური საავადმყოფოს ექიმს ბორის მიხაილოვს წუხელ ფოთის ცენტრში, ფოთში გარდაცვლილი 44 წლის ლელა ანჯაფარიძის ახლობლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ექიმი ბანკომატიდაან თანხის გამოტანას ცდილობდა. აღნიშნულის შესახებ STV-ს ფოთიდან საკუთარმა წყარომ აცნობა.
STV-ს ინფორმაციით, ფოთის კლინიკური საავადმყოფოს ექიმს დაბეჟილობა აღენიშნება კისრისა ყბა-სახის არეში. STV-ს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს დაზარალებული ბორის მიხაილოვი. აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით კომენტარებს არც სამედიცინო კორპორაცია “ევექსში” აკეთებენ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ სამართალდამცველები.
ცნობისათვის, ფოთში გარდაცვლილი 44 წლის ლელა ანჯაფარიძის ოჯახი, ფოთის კლინიკური საავადმოყოფოს მედპერსონალს გულგრილობაში ადანაშაულებს და სამართლებრივი დავის გაგრძელებას გეგმავს. ამჟამად ისინი ექსპერტიზის პასუხის მოლოდინში არიან და ამბობენ რომ პაციენტს სამედიცინო დახმარება დაგვიანებით ჩაუტარდა.
გარდაცვლილის ოჯახის მტკიცებით, საავადმყოფოში პაციენტი მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით შევიდა და მორიგე ექიმებმა ოპერაცია გვიან ჩაუტარეს. ოპერაციიდან სამი დღის შემდეგ სახლში გაწერეს, რა დროსაც გარდაცვლილი შეუძლოდ გახდა და კვლავ მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
,, სამ დღეში გამოწერეს, ისევ ცუდად გახდა. მივიყვანეთ საავადმყოფოში, სასწრაფოდ იყო გადასაყვანი ქუთაისში. სანამ არ ვიყვირეთ მანამ არ გადაიყვეს ქუთაისში.უკვე დაგვიანებული იყო. ინფექცია გავრცელდა მთელს ორგანიზმში. აპარატზე შეაერთეს და მეორე დღეს გარდაიცვალა,”- აცხადებენ ჭირისუფლები.
თავად, ფოთის კლინიკურ საავადმყოფოში აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ რომ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი შიდა კვლევის შედეგად გაეცემა.




