ზუგდიდში “კეთილმოწყობის მართვის ცენტრის” უფროსად დიმიტრი ფაცაცია დაინიშნა

ზუგდიდის მერიის ა(ა)იპ „კეთილმოწყობის მართვის ცენტრის” ყოფილი უფროსი ნოე პერტაია ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის რეაგირებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უკვე ყოფილმა უფროსმა დიმიტრი ფაცაციამ ჩაანაცვლა. აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ STV-ს ზუგდიდის მერიაში დაუდასტურეს.
ცნობისათვის, „კეთილმოწყობის მართვის ცენტრის” უფროსმა ნოე პერტაიამ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე ზუსტად ერთი კვირის წინ დატოვა.



