ღია კარის დღე ზუგდიდის საკრებულოში – მოსწავლეები საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას გაეცნენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროს ორგანიზებით, ჯიჯი გიმნაზიის მოსწავლეები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სტუმრობდნენ.
ახალგაზრდები, საკრებულოს მუშაობას გაეცნენ, გაიგეს თუ რა უფლებები გააჩნიათ მერებსა და საკრებულოს წევრებს, რა კანონი არეგულირებს თვითმმართველობას, რამდენი თვითმმართველი ერთეულია საქართველოში.
მოსწავლეებმა დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ და მოადგილემ ბესო ჭეჟიამ ზუგდიდში მიმდინარე და განსახორციელებლ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილეს ყურადღება და მოსწავლეებთან საუბარში აღნიშნეს, რომ უახლოეს მომავალში, ქალაქს ახალი პროფესიული სასწავლებელი ექნება.




