ზუგდიდელი, ვიცე-პოლკოვნიკი ქალის შემოქმედება და წარმატებული გამოფენა თბილისში

თბილისში, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში ჯვრული ნაქარგების გამოფენა გაიმართა. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ გამოფენაზე მონაწილეობა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა, ზუგდიდელმა ვიცე-პოლკოვნიკმა ნინო ჯიქიამ მიიღო.
გამოფენაზე, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაიმართა, ნინოს ვან გოგის, აივაზოვსკის, გუსტავ კლიმტის შექნილი ნახატებიდან ნინოს ფერადი შალის ძაფით ამოქარგული რამდენიმე ჯვრული ნაქარგი ჰქონდა წარმოდგენილი.
“ერთი ნაქარგის დასასრულებლად დაახლოებით 6-თვემდე მჭირდება. რადგან ჩემი სამსახურიდან გამომდინარე დრო არ მაქვს. მიყვარს ჯვრული ნაქარგები. უკვე 2-ზე მეტი მაქვს შექმნილი.
პირველად გამოვიტანე ჩემი ნამუშევრები გამოფენაზე და მოწონებაც დაიმსახურა. ეს ძალიან მახარებს”, – აცხადებს ნინო ჯიქია.
ცნობისათვის, ჯვრული ნაქარგების გამოფენა თბილისში დღეს დაიხურა.




