ფოთის საკრებულომ სერვისების ცენტრის მუშაობა დადებითად შეაფასა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მესამე გეგმიური მოწვევის სხდომაზე ა(ა)იპ სერვისების ცენტრის მუშაობა დადებითად შეაფასა. ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით აიპის მიერ განხორციელდა სხვადასხვა სახის სამუშაოები. მათ შორის:
დაირგო 7 666 ძირი ნარგავი, 40 ძირი კვიპარისი და 15 ძირი ქაფურის ხე. შეისხიპა 694 ძირი ხე, ჩატარდა სხვა სეზონური სამუშაოები.
გაიწმინდა, გარემონტდა და ავანკამერების გაწმენდითი სამუშაოები ჩაუტარდა ქალაქში მომქმედ ყველა სატუმბ სადგურს. გაიწმინდა 128 710 მ სიგრძის სანიაღვრე არხი და 3 650 მ. სიგრძის მაგისტრალური არხი.დაიგო ახალი ხიდ-ბოგირები, გაიჭრა არხები.
დამატებით დაიდგა ნაგვის 60 ახალი ურნა, ამჯერად ურნების რაოდენობა 675-ს შეადგენს, რომელთა გაწმენდა დღეში ორჯერ ხორციელდება.
საბინაო ფონდისა და მოვლა-პატრონობის განყოფილების მიერ დაკმაყოფილებული იქნა 555 განცხადება. ქუჩების გარე განათების სამსახურის მიერ კი–435 განცხადება. შეიცვალა 390 ლედსანათი.
მოსაკრებლის ადმინისტრირების განყოფილების მიერ ამოღებული იქნა 558 947,20 ლარი, რაც 51 693 ლარით მეტია 2017 წელთან შედარებით.
2018 წელს ფოთში 107 600 ლარის ღირებულების სამუშაოები განხორციელდა ქუჩების მოხრეშვა-დაგრეიდერების მიზნით.




