ფოთის სერვისების ცენტრის თანამშრომლებმა ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის ეზო დაასუფთავეს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ სერვისების ცენტრის თანამშრომელთა ერთობლივი დასუფთავების აქცია ჩატარდა ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის ეზოში. ჰიდრომელიორაციული სასწავლებლის შენობის რეაბილიტაციის პარალელურად,სადაც საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი უნდა ამოქმედდეს, დაგეგმილია სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებელი სახლის მოწყობა, რა მიზნითაც ქალაქს საკუთრებაში გადმოეცა გურიის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობა და ტერიტორია.
ჰოსპიტალის შენობის გადმოცემა და რეაბილიტაცია, ადგილობრივი ხელისუფლებასთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას ინიციატივითა და ჩართულობით ხორციელდება.




