სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სივრცითი დაგეგმარებისა და მრჩეველთა ჯგუფი იქმნება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდში მოღვაწე არქიტექტორებს, ინჟინრებს და ძეგლთა დაცვის სპეციალისტებს შეხვდა. შეხვედრაზე, დარგის სპეციალისტებმა განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში არსებულ ხარვეზებზე, ქალაქის იერსახის მდგომარეობასა და არქიტექტურულ შეუსაბამობაზე ისაუბრეს.
მათი განმარტებით, საჭიროა შეიქმნას პროფესიონალებით დაკომპლექტებული მრჩეველთა ჯგუფი, რომელიც სივრცით მოწყობასა და დაგეგმარებაზე იმუშავებს და ადგილობრივ ხელისუფლებას შესაბამის რეკომენდაციებს მისცემს. ინიციატივა სახელმწიფო რწმუნებულმა მოიწონა და მზაობა გამოთქვა სივრცითი დაგეგმარებისა და მრჩეველთა ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე ალექსანდრე მოწრელიამ, არქიტექტორებსა და მშენებლებს, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმარების და განხორციელების პროცესში მაქსიმალური ჩართულობა სთხოვა.
მსგავსი სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ზუგდიდში შევხვდი ეროვნულ და ნამდვილ ხალხს და ყველა შევთანხმდით, რომ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა არის მშვიდობა და არსებული კურსი

პრემიერი: მინდა, მადლობა გადავუხადო სამართალდამცავებს სახელმწიფო ინტერესებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის და ვთხოვო, მომიტინგეების მხრიდან ძალადობასა და შეურაცხყოფას მაქსიმალური მოთმინებით უპასუხონ


