ნათია ზედგინიძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში არსებულ ვითარებას გაეცნო

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ნათია ზედგინიძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში არსებულ ვითარებას გაეცნო.
ნათია ზედგინიძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე გიორგი შენგელიასთან და მერიის განათლების განყოფილების წარმომადგენლებთან ერთად, დარჩელისა და ჯიხაშკარის სკოლებში იმყოფებოდა, სკოლების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, მოსახლეობას გაესაუბრა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზეც მიაწოდა ინფორმაცია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, 22 მუნიციპალიტეტში, 27 სკოლის მშენებლობას იწყებს.
ახალი სკოლა აშენდება კიროვის ადმინისტრაციულ ერთეულშიც.
სკოლების მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა იგეგმება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებშიც.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგა, რომლის ფარგლებშიც, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება, მათ შორის: სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემები, სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრი სამუშაოები, გზები, გარე განათება, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ამბულატორიის შენობები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სკვერები და თავშეყრის ადგილები, მინიჰესები და ა. შ.




